შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 21, 2021

21.12.21 – შიდა ქართლი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ შიდა ქართლში მომუშავე პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
ონალინ სემინარზე სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარემ ირაკლი მენაღარიშვილმა, ვრცლად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების გზებზე, დახმარების პროექტებსა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას, რომელსაც 50-მდე პედაგოგი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგნელმა ციკო შაქარაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.