შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ონლაინ სემინარი გაიმართა
თებერვალი 18, 2022

18.02.22 – შიდა ქართლი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია მიაწოდა
სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ცხვიტავამ, ვრცლად ისაუბრა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, მიმოიხილა სამომავლო პერსპექტივები და ის გამოწვევები, რაც ამ პროცესს ახლავს თან.
ონლაინ სემინარს, რომელსაც 44 პედაგოგი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.