შიდა ქართლის რეგიონში მეწარმეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მარტი 28, 2022
28.03.22 – შიდა ქართლი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის ბიუროსა და ორგანიზაციის ,,მეგობრობის ხიდი – ქართლოსი“ ერთობლივი ორგანიზებით, გორში ადგილობრივ მეწარმეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის, მიზნების, მიმდინარე ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა მოქალაქეებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და მოწყვლად სამიზნე აუდიტორიასთან სტრატეგიული კომუნიკაციების აუცილებლობაზე.
აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ სლოვაკეთის საელჩოს და SlovakAid-ის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე მოწყვლადი თემების შესაძლებლობების გაძლიერება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ქალებისა და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების ეტაპზე როგორც ქართულ, ისე სლოვაკურ მხარესთან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მჭიდროდ თანამშრომლობს. პროექტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია ასევე იმერეთის და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან.