,,შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმის“ წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 24, 2023
24.02.23 – შიდა ქართლი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, “შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმის“ წარმომადგენელი ახალგაზრდებსთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, მოსწავლეებს ევროკავშირის დაარსების ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, ევროპულ ღირებულებებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელი, ასევე, მსმენელებს იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ამასთან ერთად, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებზე.
შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებისთვის ვიქტორინა ჩატარდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.