შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სტუდენტებთან ონლაინ სემინარი ჩატარდა

დეკემბერი 23, 2021

23.12.21 – შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარი საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სემინარს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრის პირველი ნაწილი ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და არსებულ გამოწვევებს ეხებოდა. ნატო ბაჩიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომელიც საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებობს.

შეხვედრის მეორე ნაწილში დავით ბუჯიაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასოცირების შეთანხმებასა და უვიზო მიმოსვლაზე ისაუბრა. ხაზი გაესვა იმ სარგებელსა და რეფორმებს, რომელიც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებამ მოუტანა. ასევე, სტუდენტებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ადამიანი უფლებების, განათლების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებების შესახებ, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოიცავს.

ონალინ სემინარს, რომელსაც 40-მდე სტუდენტი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროების წარმომადგენლებმა ციკო შაქარაშვილმა და ყარამან ბერიძემ გაუწიეს.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.