შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გაიმართა

დეკემბერი 13, 2022

13.12.22 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია “ნატო-საქართველოს ურთიერთობები“ გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიასა და მიზნებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე, ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მომხსენებელმა სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დასასრულს, სტუდენტებს თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.