შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 8, 2021

08.02.21 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ2“ ორგანიზებით, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული სტუდენტებისთვის, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და შრომის უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ყურადღება გაამახვილა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, საერთაშორისო კონვენციებსა და შრომითი უფლებების სამართლებრივ ჩარჩოზე. საუბარი შეეხო, ასევე, შრომითი უფლებების მნიშვნელობასა და იმ დანართებზე, რაც ასოცირების ხელშეკრულებას ამ მიმართულებით თან ერთვის.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა დაჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა დაევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.