შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ორდღიანი სემინარი ჩატარდა

დეკემბერი 15, 2022

15-16.12.22 – შუახევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ორ დღიანი სემინარები გაიმართა.

შეხვედრები პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციის „გადასხვაფერდი“ ორგანიზებით, პროექტის „ისწავლე და ასწავლე სწორი არჩევანისთვის“ ფარგლებში მოეწყო.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობისა და თანამშრომლობის მექანიზმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ტრენინგების ფარგლებში ერთ-ერთი სესია დაეთმო გაცვლით პროგრამებს, რომლებსაც ევროკავშირი სთავაზობს ახალგაზრდებს.

სემინარების დასასრულს გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისგან საიმიჯო მასალები, სიმბოლური პრიზები და თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.