შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 29, 2023
29.03.23 – შუახევი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, პედაგოგებს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები გააცნო.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებზე, მიმდინარე პროექტებსა და შუახევის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან პროაქტიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
შეხვედრას შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე ესწრებოდა, რომელმაც პედაგოგებისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სწორად ინფორმირებისა და საგანმანათლებლო სივრცეში ამ საკითხებზე დისკუსიების წარმოების მნივნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.