შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აგვისტო 19, 2021

19.08.21 – შუახევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის ბიუროს ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ, ევროკავშირის მიზნებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს აუდიტორიისთვის საინტერესო თემებზე დისკუსია გაიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.