შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

დეკემბერი 1, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისისა და ჭალას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა  ევროკავშირისა  და ნატოს დაარსების ისტორიაზე, მიზნებზე, ამოცანებსა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ასოცირების ხელშეკრულების 6 წლის შედეგად მიღწეულ  წარმატებებზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში  მიღებულ სარგებელსა და პერსპექტივებს, მათ შორის უვიზო მიმოსვლასა და ამ კუთხით გახსნილ შესაძლებლობებზე. მომხსენებელმა, ასევე, ნატოს სამშვიდობო ოპერაციებზე,  საქართველოს მიერ მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილ წვლილზე და იმ გამოცდილებაზე ისაუბრა, რასაც ნატოს სტანდარტების  შესაბამისად ქართველი ჯარისკაცები იღებენ.  ხაზი გაესვა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და პროგრამებს. მოსწავლეებს Erasmus + პროგრამაში ჩართულობის საკუთარი გამოცდილება „USAID GGI“-ის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ ნათია პაქსაძემ გააცნო  და თანატოლებს, სამომავლოდ  პროგრამაში წარმატებით ჩართვისთვის  საჭირო ელექტრონული რესურსები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს,  ირმა გაბინაშვილი ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ   საინფორმაციო ცენტრის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, კამპანიებსა და კონკურსებზე ესაუბრა, ცენტრის  სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმა გააცნო  და მათზე განთავსებული   მასალების  მიზნობრივად გამოყენებაზეც  ესაუბრა.