შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 13, 2021

13.10.21 – სოფელი ჭვანა და ხაბელაშვილები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ჭვანასა და ხაბელაშვილების საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის თანამშრომლობის, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო გავრცელებულ დეზინფორმაციებს, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და საქართველოს როლს გლობალური უსაფრთხოების პროცესში.

დისკუსიის ნაწილში მონაწილეებმა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან ბრძოლის მექანიზმები განიხილეს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.