შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 7, 2021

07.10.21 – შუახევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს.

მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მექნიზმებით.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.