შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 11, 2022

11.11.22 – სოფელი ხიჭური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და დეტალურად ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მნიშვნელობაზე, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორების პროგრამის მონაწილემ აჭარის რეგიონში გვანცა ზოიძემ კი, მონაწილეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებაში ERASMUS + მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ სპეციფიკაზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას ესწრებოდა ხიჭაურის საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ ქათამაძე, რომელმაც პედაგოგებსა და მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის პროექტებში ჩართულობისკენ მოუწოდა.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.