შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 19, 2022

19.05.22 – სოფელი ჩანჩხალო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, არსებული მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, გავრცელებულ დეზინფორმაციასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ ეტაპებსა და იმ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.