შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში ევროინტეგრაციის საკითხებზე დისკუსია ჩატარდა

აპრილი 12, 2024

12.04.24 – შუახევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში, სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილე სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე დისკუსია მოეწყო.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან მოვლენებსა და გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებზე, ახალგაზრდებისთვის გახსნილი შესაძლებლობების გამოყენების ეფექტიანობაზე, სამომავლო პერსპექტივებსა და პარტნიორ ორგანიზაცებთან ერთად სხვადასხვა ტიპის პროექტებისა თუ აქტივობების დაგეგმვის პროცესში ცენტრის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.