შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

აპრილი 12, 2024

12.04.24 – შუახევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შუახევის რესურსცენტრში სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული შუახევის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც 60-ზე მეტი მსმენელი ესწრებოდა, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველო-ევროკავშირისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების, ინტეგრაციული პროცესების დინამიკაზე ისაუბრა და ყურადღება ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე გაამახვილა. მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ ახალგაზრდების მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

შეხვედრას შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედურად გოგრაჭაძე, სამოქალაქო განათლების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია ქათამაძე და შუახევის საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ, რომლებმაც სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართულობის პარალელურად, სასკოლო სივრცეებში ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრების გააქტიურებისა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს