შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 15, 2023

15.12.23 – სოფელი ხიჭაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაზე და გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და მნიშვნელოვან ეტაპებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს; ERASMUS + ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე კი ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ ანეტი ბერიძემ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლის დირექტორი ზემინარ ქათამაძე, რომელმაც ახალგაზრდების სწორად ინფორმირების და მათი მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.