შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთას სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 16, 2024

16.02.24 – სოფელი მაწყვალთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთას საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციული პროცესების დინამიკაზე ისაუბრა და ყურადღება ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის საკითხებს და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებს. მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ ახალგაზრდების მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობის პირობებსა და კრიტერიუმებზე საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ ანეტი ბერიძემ ისაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ მაწყვალთას საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ ზოიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა მაღალმთიანი რეგიონის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის თაობაზე სწორად ინფორმირების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა, ყველაზე აქტიურ მსმენელებს საინფორმაციო ცენტრისგან თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს