შუახევის მუნიციპალიტეტში შემეცნებით-საგანამათლებლო ღონისძიებები ჩატარდა

მაისი 15, 2023

15.05.23 – შუახევი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში დებატები, ვიქტორინა და ინტელექტუალური თამაშები გაიმართა, აგრეთვე, მოეწყო ვიდეორგოლის „ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია“ პრეზენტაცია. ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს ამირან ხიმშიაშვილი უძღვებოდა, რომელიც ცენტრის მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების პროექტის გამარჯვებულია.

ღონისძიებებების აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები გადასცეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მერის მოადგილემ რუსდან შავაძემ და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 6-21 მაისამდე თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობითა და საგანმანათლებო-შემეცნებითი ღონისძიებით ახორციელებს.