შუახევში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აგვისტო 24, 2021

24.08.21 – შუახევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის ბიუროს ორგანიზებით, შუახევში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს.

მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ევროპული განათლების დონითა და იმ პროგრამებით, რომლებსაც ევროკავშირი გვთავაზობს.

შეხვედრის დასასრულს აუდიტორიისთვის საინტერესო თემებზე დისკუსია გაიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.