სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 23, 2022

23.03.22 – სიღნაღი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ევროინტეგრაციის პროცესში დამდგარ ახალ რეალობაზე-ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შემდგომ ნაბიჯებს – კერძოდ, იმ პროცედურულ ეტაპებს რომლებიც, უნდა გაიაროს გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.