სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის ადგილობრივ მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 23, 2022
23.03.22 – წნორი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის ადგილობრივ მოსახლეობასთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობასა და ევროკავშირთან დაახლოების შედეგად მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შემდგომ ნაბიჯებს – კერძოდ, იმ პროცედურულ ეტაპებს რომელებიც, უნდა გაიაროს გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.