სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 24, 2023
24.03.23 – სიღნაღი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვან საკითხებზე, ევროკავშირის ისტორიასა და ინსიტიტუტების შესახებ.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა.
შეხვედრას, რომელსაც 30-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ გაუწია.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.