სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის ადგილობრივ მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 23, 2022
23.03.22 – სოფელი ბოდბე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის ადგილობრივ მოსახლეობასთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. დისკუსიის ნაწილში მონაწილეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მიმოიხილეს გეოპოლიტიკური კონტექსტები და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შემდგომ ნაბიჯებს, კერძოდ, იმ პროცედურულ ეტაპებს რომელიც, უნდა გაიაროს გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთის და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.