სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 26, 2024
26.04.24 – სოფელი ტიბაანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დინამიკასა და გაწევრიანების ეტაპებს.
შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა საინფორმაციო ცენტრის პროექტებში აქტიური ჩართვის სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.