სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 1, 2021
01.04.21 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, სტუდენტებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და ნატო ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ეტაპების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვარლდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.