სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 24, 2022

24.11.22 – იმერეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ორგანიზებით, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომელიც წლის მანძილზე ცენტრის მიერ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე იგეგმება. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის შექმნის ისტორიას, გაფართოების ეტაპებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში მიღებულ სიკეთეებს. ხაზი გაესვა ასოცირების ხელშეკრულებასა და განაცხადს კანდიდატის წევრობაზე.