სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 5, 2021

05.04.21 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, სტუდენტებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.