სოციალური საწარმოების იდეების საგრანტო კონკურსის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 3, 2023

03.04.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” სოციალური საწარმოების იდეების საგრანტო კონკურსის მონაწილეებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებით ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე და სტუდენტების სოციალური მეწარმეობის კუთხით გააქტიურების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, იმ მიღწევებსა და გამოწვევებს, რაც ამ პროცესში ვლინდება და ხაზი გაესვა ევროკავშირის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას.

სოციალური მეწარმეობის პროექტის საინფორმაციო კამპანია, #CSRDG-ს ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში მოეწყო და მასში ჩართულობა საქართველოს ყველა რეგიონის ახალგაზრდებს შეეძლებათ.