სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში დასავლური ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 14, 2023

14.06.23 – სოფელი ბახვი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დებატკლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგი ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში, ირაკლი პაპავამ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე მომხსენებელმა ევროკავშირისა და ნატოს შექმნის ისტორიაზე ისაუბრა.

ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციასა და მათგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.