სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში საინფრმაციო კუთხე მოეწყო
ივლისი 9, 2020

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში, საინფორმაციო კუთხე მოეწყო, სადაც წარმოდგენილია საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშები, ასევე საინფორმაციო ცენტრის მიერ შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც ნატოსა და ევროკავშირზე გავრცელებული მითების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მედეგობის გაზრდას ემსახურება. მოსწავლეებს გადაეცათ სახელმძღვანელოები, საინფორმაციო ცენტრის ბრენდირებული კეპები და ჭიქები.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს წარმომადგენელმა სამსონ სიამაშვილმა ჩაატარა. საუბარი შეეხო პედაგოგებისა და ახლაგაზრდების როლს ევროინტეგრაციის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპულ ღირებულებების: დემოკრატიის, ტოლერანტობის, თავისუფლებისა და უმცირესობების უფლებების საკითხების განხილვას.