სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 1, 2021

01.04.21 – სოფელი ერგე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის მხარდაჭერით, სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებს. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკით და ამ კუთხით საქართველოს პერსპექტივებით, ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებითა და შერჩევის კრიტერიუმებით.

შეხვედრის დასასრულს აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსია გაიმართა. სოფელ ერგეს საჯარო სკოლის ადმინისტრაციისგან, საინფორმაციო ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში აქტიურ ჩართულობაზე მზაობა გამოითქვა და ახალგაზრდებს ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით პროექტის მომზადების იდეა შესთავაზეს.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.