სოფელ მერისის სკოლის პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
ნოემბერი 27, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ, ქედის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის მხარდაჭერით, სოფელ მერისის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მასწავლებლებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე ესაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახებ სარგებელსა და ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისი ამოცნობის ხერხებსა და მეთოდებს. შეხვედრის დასასრულს სპიკერმა ევროკავშირის მიერ საგანმანათლებლო სფეროში არსებულ სხვადასხვა შეთავაზებაზე, მათ შორის პედაგოგებისთვის გათვალისწინებულ გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობასა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის ფარგლებში, ციფრულ ფორმატში შეხვედრები აჭარის რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. ღონისძიებები აჭარაში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და საჯარო სექტორთან პარტნიორობით ტარდება.