სოფელ მერჯევის საჯაროს სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 4, 2020
4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეების ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,ლოტუსის” ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
ონლაინ შეხვედრას საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე უძღვებოდა, რომელმაც უფროსკლასელებთან საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლით აეფწბლობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.
ონლაინ შეხვედრის შემდეგ ცენტრის წარმომადგენელმა თემატური სამი კითხვა დასვა და პირველ სამ გამარჯვებულს საჩუქრები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.