სოფელ პირველ მაისის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 22, 2023

22.09.23 – ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ პირველ მაისის საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე და სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებზე, ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლობლობაზე. მომხსენებელმა მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრთან აქტიური კომუნიკაციისთვის არსებული არხები და პლატფორმები გააცნო.

გაცვლით პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობისთვის საჭირო უნარებისა და შერჩევის კრიტერიუმების შესახებ კი, ახალგაზრდებს ცენტრის სტაჟიორმა ანეტი ბერიძემ წარუდგინა პრეზენტაცია.

შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისის საჯარო სკოლის დირექტორი თინა ცეცხლაძე ესწრებოდა, რომელმაც სასკოლო სივრცეში ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საუბრების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.