სოფელ შუხუთის საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივნისი 7, 2023
07.06.23 – სოფელი შუხუთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში, ირაკლი პაპავამ ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებსა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.