სოფელ ჭითაწყარის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 22, 2021

22.04.21 – სოფელი ჭითაწყარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, მისი შექმნის ისტორიასა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.