ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 5, 2023

05.12.23 – სოფელი ვერტყვიჭალა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და გეოგრაფიის, ისტორიის და სამოქალაქო საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთი რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განხილული იქნა ნატოს შექმნის ისტორია, გაფართოების ეტაპები, პარტნიორობა საქართველოსთან და გაწევრიანების პერსპექტივები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.