სოფელი ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 22, 2021

22.10.21 – სოფელი ახალსოფელი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელი ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობის, მიმდინარე გამოწვევებისა და ევროკავშირთან დაახლოების შედეგად მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.