სოფელი წნისის სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

მარტი 6, 2021

06.03.21 – ახალციხე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, სოფელ წნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საიფნორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. მომხსენებელმა, ასევე, მიმოიხილა ანტიდასავლური პროპაგანდა და მისი თანმდევი საფრთხეები.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.