სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა

იანვარი 30, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები საქართველოში, მისი მნიშვნელობა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლასა და სტრატეგიული კომუნიკაციის, როგორც ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი დავით უჩაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი აჭარაში, ირმა გაბინაშვილი უძღვებოდნენ. მსმენელებმა მოისმინეს უახლესი ინფორმაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე, ამ პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. აუდიტორიისათვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიაც გაიმართა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეეებს საინფორმაციო თემატური დაურიგდათ.

აქტივობა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს. საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტებში პერმანენტულად ეწყობა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების და ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრები მიზნად ისახავს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და მოქალაქეების მეტ ჩართულობას აღნიშნულ პროცესებში.