სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა
იანვარი 31, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის მოადგილემ ალექსანდრე კახიძემ და საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მისი, როგორც ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის გამოყენების საკითხზე ისაუბრეს. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებლისა და შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და აღნიშნულ პროცესებში მოქალაქეების მეტი ჩართულობა.