სტუდენტებისთვის ევროკავშირის შესახებ სასერტიფიკატო ონლაინ კურსი გაიმართა

დეკემბერი 4, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით 150-მდე სტუდენტისთვის ევროკავშირის თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსი, ” ჩართულობის აკადემია” გაიმართა.

კურსის ფარგლებში ჩატარდა ხუთი ვებინარი. პროგრამა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა გახსნა და მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. მომდევნო ვებინარების ფარგლებში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წამომადგენლებმა ევროკავშირის ისტორიის, ინსტიტუტების, ღირებულებების, მიზნების და არსებული შესაძლებლობების შესახებ ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

სტუდენტებს ასევე, საშუალება ქონდათ საქართველოში ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + ის წარმომადგენლისაგან მოესმინათ ინფორმაცია ევროპული განათლების მიღების კუთხით გახსნილ შესაძლებლობებსა და ჩართვის გზებზე.

ღონისძიება ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში.