სტუდენტებისთვის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 18, 2021

18.09.21 – იმერეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ევროკავშირთან თანამშრომლობის ეტაპები და უვიზო მიმოსვლა მიმოიხილა. საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.