სტუდენტებსა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივნისი 26, 2023
26.06.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, დაგეგმილი სიახლეები და პროექტები გააცნო და ევროინტეგრაციის პროცესის პოპულარიზების მიზნით რეგიონში მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ახალ შესაძლებლობებს, კერძოდ, სტაჟირების პროგრამასა და მასში რეგიონის ახალგაზრდობის აქტიურ ჩართულობას.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, გაიმართა დისკუსია თემაზე “ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები”, საუბარი შეეხო ევროკავშირთან დაახლოების მიზნით დაგეგმილ შემდგომ პროცედურებს, დეზინფორმაციის საფრთხეებსა და ამ კუთხით საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.