სტუდენტური კლუბის წევრებისთვის შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
მაისი 8, 2023
08.05.23 – აჭარა
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, სტუდენტური კლუბის წევრებისთვის შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილი, მსმენელებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ყურადღება თანამდევ ეტაპებსა და გამოწვევებზე გაამახვილა. საუბარი, ასევე, შეეხო ცენტრის საქმიანობასა და ევროპის დღეების მიმდინარეობას. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ევროინტეგრაციის თემატიკაზე მომზადებული პრეზენტაციები.
ასევე, დისკუსია ევროპულ ფასეულობებზე, ტრადიციებზე და კულტურულ ღირებულებებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და სტერეოტიპებზე გაიმართა.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.