სტუდენტური პარლამენტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მაისი 26, 2021

26.05.21 – სამცხე-ჯავახეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით, სტუდენტური პარლამენტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მის თანმდევ საფრთხეებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.