სტუდენტური პარლამენტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 24, 2021
24.09.21 – აჭარა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ორგანიზებით სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა, თემაზე: „ევროკავშირი და საქართველო, ინტეგრაციული პროცესები“.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობისა და პარტნიორობის ეტაპებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკასა და მჭიდრო ურთიერთობებითა და სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობას, კერძოდ – იმ პროგრამებს, რომლებში ჩართულობაც, თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.