სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 26, 2023

26.10.23 – კახეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით, სტუდენტებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. აგრეთვე, საუბარი შეეხო ინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებს. შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შედეგები და თანმდევი პასუხისმგებლობები.

შეხვედრას, რომელსაც 100 სტუდენტი ესწრებოდა, მოდერაცია საქართველოს სტუდენტური პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენლებმა გაუწიეს.